თურქეთის საელჩოსთან თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქციას მართავენ

“გვახსოვს და მოვითხოვთ”, – ამ სახელწოდებით თურქეთის საელჩოსთან თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხების აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს სომხების გენოციდიდან 100 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ისინი თურქეთის საელჩოსთან მივიდნენ, რათა კიდევ ერთხელ მოუწოდონ თურქეთის სახელმწიფოს, რომ აღიაროს 100 წლის წინ მომხდარი გენოციდი.
თურქეთის საელჩოსთან შეკრებილი არიან თბილისში დარეგისტრირებული სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეებს აცვიათ მაისურები, რომლებზეც ღნიშნულია, რომ ისინი არ დაივიწყებენ გენოციდის ფაქტს.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და სომხეთის ეროვნული დროშები.
ადგილზე მონტაჟდება სპეციალური სცენა, საიდანაც აქციის მონაწილეებს გამომსვლელები მიმართავენ.
თურქეთის საელჩოსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიჩილეს და საქართველოს შორის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზოს მიმოსვლა შეეძლებათ
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი – ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო