თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებსთურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს დასცინა იმის გამო, რომ წევრი ქვეყნები იმაზე ნაკლებ ლტოლვილებს იღებენ, ვიდრე თურქეთმა შეიფარა. ეს სიტყვები ცივი შხაპი გამოდგა იმათთვის, ვინც თურქეთს ბრიუსელში სამ მილიარდს დაპირდა ლტოლვილების დასახმარებლად.

ბელგიაში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების პროცედურები უნდა გამარტივებულიყო.
თურქეთსა და ევროკავშირს შორის დისკუსია მიგრანტების მიღების თემაზე უახლოეს დღეებში ანკარაში განახლდება. დღეს კი ერდოღანმა ევროპის ქვეყნები არაგულწრფელობაში დაადანაშაულა ქვეყნის ევროკავშირში მიღების დაპირების გამო. “ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ბევრად წინ ვართ, სამწუხაროდ, ისინი არ არიან გულწრფელები ჩვენთან მიმართებაში” – თქვა მან.
ერდოღანმა ასევე ირონიით გაიხსენა გერმანიის კანცლერის , ალგელა მერკელის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ განცხადება. “ჩვენ 2,5 მილიონი ლტპოლვილი გვყავს და ეს არაფის ადარდებს” – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშითბილისი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაესპანეთის მთავრობა კატალონიელებს ავტონომიის ჩამორთმევით დაემუქრა