თურქეთის ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რაიონში ქიმიური ქარხნის აფექება მოხდა

bursa gemlikთურქეთში,   ბურსას ოლქის გემლიკის რაიონში, აზოტის ქარხნის აფეთქებას მსხვერპლი და ქიმიური ნივთიერებების დაღვრა მოჰყვა…

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გემლიკში მდებარე თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარე აზოტის ქარხანაში, წუხელ ღამის 2 საათისთვის აფეთქება  მოხდა, რომელმაც ქარხნის სამსართულიან შენობაში ლიფტის და კომუნიკაციების ჩამონგრევა გამოიწვია, შედეგად კი, ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთიც მძიმედაა დაშავებული…

გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ერთ-ერთ ღუმელში გაზის დაგროვების შედეგად მომხდარ აფეთქებას  ჰაერში ქიმიური ნითიერებების გაჟონვაც მოყვა, რის გამოც ადგილზე სამაშველო, სახანძრო, უსაფრთხოებისა და ქიმიური სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზირებული, რომლებმაც აფეთქების შედეგების  ლიკვიდაცია დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ გემლიკი ბურსას ოლქის სიდიდით მეორე რაიონია, რომელშიც დიდი რაოდენობით ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ომისთვის ემზადება!!!
შემდეგი სტატიაუკრაინაში ავდეევკის საცხოვრებელი კვარტალებს ბომბავენ (VIDEO)