თსუ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას სთავაზობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურას სთავაზობს.
თსუ პრეზიდენტს ირაკლი ბურდულის კანდიდატურას იურიდიული ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიური პერსონალის შუამდგომლობით და თსუ აკადემიური საბჭოს მხარდაჭერით, დღეს წარუდგენს.
“ირაკლი ბურდული მისი მენეჯერული თვისებებით, მაღალკვალიფიციურობით, აკადემიურობით, პრინციპულობით, აპოლიტიკურობითა და სასამართლო სისტემისადმი პროფესიული სიახლოვით სრულად აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისადმი წაყენებულ კრიტერიუმებს”, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
ირაკლი ბურდულმა იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში (ავსტრია, ზალცბურგი), მუშობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დამოუკიდებელ ადვოკატად იურიდიულ ფირმაში, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობის თხოვნით მიმართა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობა” არ არის უძლური მოძრაობა და თუ მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია
შემდეგი სტატიამივყავართ თუ არა ლარის კურსს ნაგავსაყრელამდე?!