თინა ხიდაშელი: ჩემთვის რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს ნატო დეკემბრის მინისტერიალზე

ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე ნატო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს რუსეთის საზღვაო დოქტრინის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, დოქტრინას დეტალურად ჯერ არ გაცნობია, თუმცა, მისთვის გასაგებია, რომ რუსეთი არ აპირებს მეგობრობას.
“დეტალურად ჯერ არ წამიკითხავს რუსეთის საზღვაო დოქტრინა, მაგრამ ყველაფერი გასაგებია. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვხედავთ და რომელიც სამწუხაროდ, სავარაუდოდ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოვა კრემლიდან, და მე არ მაქვს რუსეთთან დაკავშირებით ოპტიმისიტური პროგნოზი, ყველა დოკუმენტი, რომელიც გამოვა კრემლიდან, იქნება მსგავსი შინაარსის, ზოგიერთ ზღვაზე არ გაფართოების არდაშვების, ზოგი კი ჰაერში გაფართოების არ დაშვების შესახებ. მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, გაცილებით საინტერესოა დეკემბრის მინისტერიალზე რა დოკუმენტს მიიღებს ნატო. ეს არის პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რუსეთის მოქმედებები დღესდღეობით უკვე “ძალიან მარტივად გათვლადი, განჭვრეტადი და პროგნოზირებადია”.
“ახლა ჩვენ გვჭირდება ასეთივე, ოღონდ ამ შემთხვევაში პოზიტიური დღის წესრიგი – გასაგები, ნათელი და ცალსახა ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის ჩვენთვის საინტერესო, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, თორემ გასაგებია, რომ რუსეთი არ აპირებს მეგობრობას”, – აღნიშნა თავდცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: რა ფორმით გვექნება ურთიერთობა ნატო-სთან, ეს ერთი დეპუტატის საპასუხოდ სასაუბრო საკითხი არ არის
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2564 ლარი გახდა