თინა ხიდაშელი: ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი, ამის შემდეგ ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება

პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა თავდაცვის მინსტრ თინა ხიდაშელთან დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა , შეხვედრაზე პასუხი გაეცა ყველა იმ კითხვას, რომლიც ნდობის ჯგუფის წევრებს საფრანგეთთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
,,საუბარი გვქონდა ხელშეკრულების ყველა დეტალზე, დაწყებული იმ მოლაპარაკებებიდან რომელიც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდა ქვეყანში, დასრულებული იმით, რასაც მოვაწერეთ ხელი. ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი. ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება ამის შემდეგ. ძალიან სერიოზული ხელშეკრულება დავდეთ. ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც თავდაცვისუნარიანობის გამყარების თავლსაზრისით. ამ ხელშეკრულებამ დიდი შესაძლებლობები გაუჩინა საქართველოს ასევე ყველა მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ჩუმი ემბარგოს პირობებთან ბრძოლაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჰქონდა საქართველოს. ვფიქრობთ, რომ თავდაცვის სამიანისტროს გუნდმა მოვახერხეთ ამომწურავად გაგვეცა პასუხი ყველასთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშლემა
პარლამენტში ნდობის ჯგუფს წვერები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2718 ლარია