თინა ხიდაშელი: საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ძალიან მკვეთრ, მიზანმიმართულ პოლიტიკას

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება ცდილობს პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს.

“საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ძალიან მკვეთრ, მიზანმიმართულ პოლიტიკას, იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მარტივად მივიდეთ საბოლოო მიზნამდე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ჩვენ თუ არ ვიქნებით იმ საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილი, რომლითაც დღეს მსოფლიო ელაპარაკება რუსეთს, არაფერი გამოვა. ასეთი ქმედებები ნამდვილად არ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური იქნება პასუხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან და საქართველო საბოლოო ჯამში თავის მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს, რაც უფრო მეტ მსგავს არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” მშვიდობიანი პროტესტი კონფლიქტის ზონაში
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: აუცილებელია ამ საზიანო ფორმატის გაუქმება