თინა ხიდაშელი – საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაჯეროვნად იქნა დაფასებული

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაჯეროვნად იქნა დაფასებული, – ამის შესახებ “თბილისი რუმში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ევროპის სარდლობის ხელმძღვანელის, ჰოტჯესის განცხადებაზე უკრაინასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც უკრაინაში ხალხი იხოცება ევროკავშირის დროშით ხელში.
ხიდაშელის თქმით, მას იგივე შეუძლია თქვას ქართველებზე, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში იხოცებიან, სწორედ იმისთვის, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზანს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ხიდაშელმა ასევე ისაუბრა რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე.
“ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გაძლიერებულია რუსეთის მიერ რბილი ძალის გამოყენება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ვხედავ რუსული ფულის გავლენას მედიაში, არასამთავრობო სექტორში. ეს ხმა ძალიან მარგინალურია, ერთი რამ, რაც ძალიან მჯერა, ის არის, რომ საქართველო არასდროს დაუბრუნდება იმ ძველ წარსულს, რუსეთი ვერასოდეს გახდება საყვარელი ქვეყანა, ვინაიდან საქართველოში კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისიღნაღში ყურძნის ფასი გააპროტესტეს
შემდეგი სტატიაზურაბ სოტკილავას, თოქ-შოუში სოხუმში მისი მშობლების მოუვლელი საფლავი აჩვენეს (VIDEO)