თინა ხიდაშელი: რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ საქართველო საერთოდ არსებობს

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება ”ღირსეული პარტნიორი” დაიწყო. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. “ღირსეული პარტნიორი” საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს. წვრთნებში პირველად მონაწილეობს ამერიკის არმიის მძიმე ტექნიკა.

სწავლების დაწყებას ვაზიანში საქართველოს პრემერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ამერიკის არმიის მაღალჩინოსნები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ დაათვალიერეს ადგილზე გამოფენილი ტექნიკა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გვერდით დგომისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა.

“ეს არის ძალიან დიდი დაფასება ჩვენი შეიარაღებული ძალების. ეს არის ნდობის და მხარდაჭერის გამოცხადება ჩვენი სახელმწიფოსადმი,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

წვრთნების მნიშვნელობა შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.

“რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ საქართველო საერთოდ არსებობს, ამიტომ ეს ფურცელი უკვე უნდა დავხუროთ, ეს უკვე მოცემულობაა. ეს წვრთნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არა მხლოდ უბრალოდ პარტნიორი გვყავს, არამედ უზარმაზარი გულშემატკივარი და მეგობარი,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი აფრიკელი მიგრანტების მიღებაზე კვოტების შემოღებას გეგმავს
შემდეგი სტატიაიოკო ონოს და ჰილარი კლინტონის 70-იანი წლების რომანი