თინა ხიდაშელი: რუსები, აფხაზები, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტაც გააკეთებენ განცხადებებს, რომელიც კრემლში იწერება

რუსები, აფხაზები და სამომავლოდ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტების მიერ გაკეთებული განცხადებები ხელს ვერ შეუშლის ქართულ სახელმწიფოს იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვით ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა ხელს შეუშლის რეგიონში სტაბილურობას.
თინა ხიდაშელის თქმით, მსგავსი განცხადებები კრემლში იწერება.
“გასაგებია, რუსები, აფხაზები, რუსული პოლიტიკური ელიტა, აფხაზური პოლიტიკური ელიტა და სავარაუდოდ, სამომავლოდ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტაც გააკეთებენ რაღაც ტიპის განცხადებებს, რომელიც კრემლში იწერება. ეს ვერ გააჩერებს ქართულ სახელმწიფოს მიზანმიმართულად და სისტემურად იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ჩვენმა ქვეყანამ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროატლანტიკური გზა, რომლის ხელშემწყობი და ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ეს სასწავლო ცენტრი, იქნება სასარგებლო არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოიაზრება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში31 აგვისტოს სენაკის საკრებულო ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმეტის საკითხს დააყენებს
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: იმერეთსა და სამეგრელოში სიმინდისა და თხილის მოსავალი სრულად განადგურებულია