თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ტერიტორიაზე ომი არ დაუშვას და ხელისუფლება ამას ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებს.
როგორც ჟურნალიუსტებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, ხიდაშელმა განუცხადა, პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ყველაზე უფრო სწორი, ეფექტური, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი და საიმედოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი არ დავუშვათ და საქართველოს ხელისუფლება ამას ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.