თინა ხიდაშელი: მაღალი ალბათობით დეკემბრის მინისტერიალი გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!

ძალიან იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ საქართველოს კომუნიკაცია ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ნატო-ს შტაბბინაში ასეთი ინტენსიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრებო მიმდინარეობს საქართველოზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ნატო-ს შტაბბინაში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იენს სტოლტენბეგთან შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პოზიტიური იქნება დეკემბრის მინისტერიალი და მაღალი ალბათობით ეს გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“ნატო დაადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. მე ძალიან იდიდ იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოსაც. ბუნებრივია, რომ შემდეგი ეტაპი ჩვენთვისაც ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ოპტიმისტურად უყურებს ვარშავის სამიტს და გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო დაბრუნდება ვარშავიდან, იქნება ძალიან მარტივი, ადვილად აღქმადი და ადვილად გასაგები და არ დატოვებს მანიპულირების და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
“მთავარი ეს არის, რომ ჩვენ გადავიდეთ თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე და გავაქროთ ბარიერები საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, რომელიც დღეს გვაქვს”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თინა ხიდაშელმა ასევე ნაყოფიერი უწოდა ნატო-ს აკრედიტებულ 12 ელჩთან გამართულ შეხვედრას.
ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრება ალიანსის მინისტერიალს, რომლის შემდეგ 28+1 ფორმატში გაიმართება საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა. სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება ანგარიში საქართველოს შესახებ.
ხვალვე თინა ხიდაშელი შეხვედრებს გამართავს თავის ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ, ბულგარელ და პოლონელ კოლეგებთან.

banner
წინა სტატიაშიაშშ ისლამურ სახელმწიფოში “ტოიოტას” მანქანების გაზრდის ფაქტს შეისწავლის
შემდეგი სტატია#2-ე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა შორის დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია