თინა ხიდაშელი: თუ ომი დაიწყება, ჩვენ გმირულად დავიღუპებით, სულ ესაა რისი გაკეთებაც შეგვიძლია

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

ტელეკომპანია BBC-ს თოქშოუში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობისას, ინტერვიუს ძირითადი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები იყო. როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ოკუპირებულ ხაზთან ყოველდღიურად გრძელდება მცოცავი ანექსია და თუ მსოფლიო და ნატო სისუსტეს გამოიჩენს საქართველოსთან დაკავშრებით, შესაძლოა 2008 წლის მოვლენები ისევ განმეორდეს.
წამყვანის შეკითხვაზე – თუ რას იზამს საქართველო, თუ ეს ისევ მოხდა, თინა ხიდაშელის განმარტებით, ქართველები გმირულად დაიღუპებიან.
“თუ მსოფლიომ აჩვენა სისუსტე საქართველოსთან მიმართებაში, ისევე როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში გააკეთა; თუ მსოფლიო ვერ შეძლებს თავსუფლების შენარჩუნებას; თუ ნატო გაავლებს ზღვარს და იტყვის რომ აქ მთავრდება თავისუფლება, მაშინ ეს ყველაფერი ისევ განმეორდება. თუ ომი დაიწყება, ჩვენ გმირულად დავიღუპებით, სულ ესაა რისი გაკეთებაც შეგვიძლია,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა BBC-ს ეთერში.

banner
წინა სტატიაშიხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმოწერა ხდება არა საავადმყოფოში, არამედ სათათბირო დარბაზში