თინა ხიდაშელი: ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოვიპოვე

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ის დეპუტატის რანგში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა, თუმცა, უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„მე მოთხოვნას კი არ ვემხრობი, მე ამას ვითხოვდი როგორც პარლამენტის წევრი. ამოიღეთ ჩემს მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადებები როცა მე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას, როცა სულ რამდენიმე თემაზე ვსაუბრობდი. მაშინ ერთ-ერთი იყო მასობრივი ქონების ჩამორთმევა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ასევე იყო მასობრივი წამება საპატიმრო დაწესებულებებში, რაც ასევე ატარებდა სისტემურ ხასიათს, ამას გამოძიება და სახელის დარქმევა სჭირდებოდა და მესამე ეს იყო მოსახლეობასთან, დემონსტრანტებთან მოქცევის კანონის წესდების დარღვევა, რაც ასევე რეგულარულად და სისტემურად პრაქტიკულად ყველა აქციის დროს ხდებოდა, რომელიც ქვეყანაში იმართებოდა. ეს სამი საკითხი იყო რომელზეც წლების განმავლობაში ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოვიპოვე“, – განაცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვაზე, ემხრობა თუ არა თავდაცვის მინისტრი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3962 ლარია