თვითმმართველობის არჩევნებში ვიტალი კლიჩკო ლიდერობს

ვიტალი კლიჩკო

უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში კიევის მოქმედი მერი ვიტალი კლიჩკო ხმების 38,4%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე 8,7%-ით პარტია “თვითდახმარების” კანდიდატი, გუსოვსკია. თუკი ეგზიტპოლების შედეგები საბოლოო აღმოჩნდება და კლიჩკო 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, კიევში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
მეორე ტური სავარაუდოდ, ქალაქ ლვოვში, დნეპროპეტროვსკსა და ოდესაშიც ჩატარდება. სოციოლოგების ინფორმაციით, ოდესის მერის პოსტზე, 47,6%-ით მოქმედი მერი გენადი ტრუხანოვი ლიდერობს. მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკოს ბლოკის, “სოლიდარობის” კანდიდატია 30,8%-ით.ქალაქ ლვოვის მერის არჩევნებში 48,6%-ით პარტია “თვითდახმარების” კანდიდატი ანდრეი სადოვოი ლიდერობს, ქალაქ დნეპროპეტროვსკში კი – “ოპოზიციური ბლოკის” კანდიდატი ალექსანდრ ვილკული 37,2%-ით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში გუშინ ჩატარდა. ხმის მიცემის პროცედურა არ ჩატარებულა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

banner
წინა სტატიაში,,არ გვინდა საქართველოში გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს”
შემდეგი სტატია,,კუდი ერქმევა სამსახურს თუ სუსი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ხალხი იგივეა”