თენგიზ ფხალაძე ეგვიპტეში სუეცის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძე საქართველოს პრეზიდენტის სახელით მონაწილეობას მიღებს ეგვიპტეში დაგეგმილ სუეცის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფატაჰ ალ-სისის გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილს გადასცემს.
“გაფართოებული სუეცის არხის გახსნა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკისათვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს და მასზე დასწრებას მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი გეგმავს.
საქართველო-ეგვიპტის პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, ღონისძიებაში ქართული მხარის შესაბამის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმდინარე დეხვაში ბებია და შვილიშვილი დაიხრჩვნენ
შემდეგი სტატიაბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე გავლენა არ აქვს