თენგიზ გუნავა:”დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!”

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურებამინდა მივმართო საზოგადოებას: მე დღეს იმ ამაზრზენი ვიდეოების თემაზე კომენტარიც გავაკეთე – ჟურნალისტებმა მკითხეს, ვგრძნობდი თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც მოხდა.
ვინც მიცნობს, იცის – პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ და ჩემი პასუხიც ცალსახა იყო, რომ დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!
რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა შეცდომები, ამისგან არავინაა დაზღვეული და ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის რომ არ ველოდით ამას და გაგვეპარა ეს ფაქტი! რომ გვცოდნოდა, რომ გამეგო, სამეგრელოში მსგავსი ძალადობის მონაწილე პირები დაისჯებოდნენ კანონის სრული სიმკაცრით და არა ისე, როგორც დღეს ე.წ. ციხის კადრების მთავარი რეჟისორი, მთავარი მწამებელი ბედუკაძე და მისნაირები, რომლებიც გარეთ დატოვა ხელისუფლებამ, “გმირს” დაცვა დაუნიშნა, ზოგსაც საპროცესო გაუფორმა…
ხოლო ის, რასაც დღეს ხელისუფლება ამ კადრების ჩვენებით, ასევე რეგიონებში და თბილისში ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევით, ღამით, მალულად საღებავების მისხმით აკეთებს, რათა გაგვანადგუროს ჩვენ – ხალხის ნებით განსაზღვრული პირველი ოპოზიციური პარტია, არის უმსგავსობა და მარაზმი, ეს ემსახურება ქვეყნის მიყვანას სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც უნდა შეწყდეს ან შევაწყვეტინოთ!!!

თენგიზ გუნავა

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება გვარამიასთვის დაგებულ ხაფანგში თავად გაეხვევა
შემდეგი სტატიაალექსი ახვლედიანი:”შევხვდები ნიკას და მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს”