თემურ ჭყონია: ეს ყველაფერი არის მოსახლეობის ბრალი

ტარიფების ზრდა დიდი ჰესების მშნებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ბრალია
ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

“რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თქვენი მკითხველისთვის ამის გაგება, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის მოსახლეობის ბრალი. როდესაც საუბარია ქვეყანაში რამდენიმე დიდი ჰესის მშენებლობაზე, არსებობს ამ საკითხზე სპეციალისტების სათანადო დასკვნები, ხალხი მაინც გამოდის ჰესების წინააღმდეგ და საუბრობენ ბუნების დაცვის შესახებ.
სხვათაშორის, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერი ამის ხარჯზე ცდილობენ დიდი თანხა მიიღონ და თანაც, რამდენიც არ უნდა გადაუხადონ, მაინც არ ჰყოფნით. თუ ჩვენ არ ავაშენეთ ჰესები და არ გამოვიყენეთ ის ბუნებრივი რესურსები, რაც გაგვაჩნია, ის ელექტროენერგია, რომელიც დღეს ღირს 17 თეთრი, ხვალ შეიძლება 50 თეთრი გახდეს. თუ ჩვენ გვინდა იაფი და საკმარისი ელექტროენერგია, არ უნდა შევუშალოთ სპეციალისტებს ხელი, რომ აშენდეს ,,ხუდონჰესი’’ ,,ნენსკრა” და სხვა ჰესები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის განწყობის მიუხედავად, მაინც უნდა ააშენოს ეს ჰესები. თუ საჭირო გახდა ჯარიც კი უნდა ჩააყენოს და შესაბამისი გადაწყვეტილება განახორციელოს. მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს თავის დროზე მთელი მოსახლეობა აუმხედრდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, თუმცა მან დაიჭირა პრინციპული პოზიცია და განახორციელა რეფორმები. დღესდღეობით იგი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რეფორმატორად ითვლება, რომელმაც ქვეყანაც გამარჯვებამდე მიიყვანა”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ სემეკმა ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება მოახდინა. ასევე, თელასმაც შეიტანა კომისიაში სატარიფო განაცხადი.
ტარიფის კორექტირება ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა. გამანაწილებელ ენერგოკომპანიებს გაეზარდათ შესასყიდი საბალანსო ელ. ენერგიის ფასი, რაც განპირობებული იყო ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელებით.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიელები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმს ატარებენ
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავამ და რევაზ არველაძემ უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინისგან წერილი მიიღეს