თეთრს სახლს ცუდი დღე გაუთენდა

გუშინ დილით და გვიან ღამით განვითარებული მოვლენების შედეგად თუ ვიმსჯელებთ, თეთრ სახლს ნამდვილად ცუდი დღე გაუთენდა…

დასავლური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ორმა მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ისეთი ტრამვები მიიღეს, რომ მათი სრულყოფილი მუშაობა რამდენიმე დღე გამორიცხულია…

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, გუშინ დილით საფრანგეთის ალპებში სეირნობის დროს ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ის სასწრაფოდ იქნა ჰოსპიტალიზებული და ექიმების ინფორმაციით, ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უფრო დიდი, თუმცა სულიერი ტრამვა განიცადა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც გვიან ღამით, ტვინის სიმსივნის დიაგნოზით საავადმყოფოში მყოფი უფროსი ვაჟი (ბო ბაიდენი) გარდაეცვალა.

 

banner
წინა სტატიაშიამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ჰოსპიტალიზებულია
შემდეგი სტატია“ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”-ვაშაძე სააკაშვილის შესახებ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს