თედო კობახიძე: მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ სასაფლაოების დასუფთავება და კეთილმოწყობა

ღამით სასაფლაოზე ასვლა აღარ უნდა გავდეს საშინელებათა ფილმის სცენას, – ამის შესახებ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ სასაფლაოები მოეწყოს ტყე-პარკების დონეზე, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებშია, არ იყოს ჩაბნელებული და გაკეთდეს განათებები, არ იყოს ანტისანიტარიის კერა, ქვეწარმავლებით სავსე და ვინმეს თუ ღამის ორ საათზე მოუნდება სასაფლაოზე ასვლა, არ უნდა შეეშინდეს ამის. როგორც კობახიძემ განაცხადა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდეს არც ერთი მოუვლელი სასფლაო.

“არსებობს ძველი დაკეტილი სასაფლაოები, სადაც არის ანტისანიტარია. თუ რომელიმე საფლავს პარტონი არ ჰყავს, ხდება წარმოუდგენელი რამ ამ სასაფლაოზე. მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ სასაფლაოების დასუფთავება და კეთილმოწყობა. თუ ვინ განახორციელებს ამ სამუშაობს ან როგორ დარეგულირდება, ამაზე ვმუშაობთ…კერძო პირები ნაგავს ყრიან იქვე მდებარე უპატრონო საფლავზე და ეს ნაგავი გროვდება და ასევე, შეურაცხყოფას აყენებს მიცვალებულს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და დაწესდება სანქციები”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მეამაყება, რომ ვარ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელმაც ბოლო ხანებში ეფექტური ნაბიჯები გადადგა
შემდეგი სტატია139-ე სკოლაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ