თეა წულუკიანი: ყველა პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, “ყველა პოლიტიკოსს, დეპუტატს, მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დასავლურ ევროპული სტანდარტების მიხედვით აქვს თმენის ვალდებულება”.

დამატებითი განცხადება იუსტიციის მინისტრს ამ თემასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გუშინ, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განცხადება გააკეთა.

“ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ “ენჯეო-ელ სოროსელს”, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერევებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც, – განაცხადა თამაზ მეჭაურმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჯარში სუიციდის შემთხვევების უდიდესი ნაწილი აზარტული თამაშებიდან გამოწვეული ვალების გამო ხდება
შემდეგი სტატიასაბერძნეთში საქართველოს ელჩი: დაკარგული როლანდ ჯინჭარაძე ნაპოვნია