თეა წულუკიანი: საშინაო დავალებები წარმატებით შესრულდა

“საშინაო დავალებები, რომელიც საქართველომ ბრიუსელიდან მიიღო, წარმატებით შესრულდა,” – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან რიგის სამიტთან დაკავშირებით გააკეთა.

იუსტიციის მინისტრის აზრით, საქართველომ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა.

“რიგის სამიტზე საქართველოს აქვს ერთი ძალიან კონკრეტული მოლოდინი – ევროსტრუქტურები იტყვიან, რომ საქართველომ ტექნიკური დავალებები წარმატებით შეასრულა,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: წლის მეორე ნახევარში ველოდებით, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს
შემდეგი სტატიამარადონა თუ მამადონა?