თეა წულუკიანი – “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი უნდა შევცვალოთ, რათა ადამიანებმა კავშირები შეინარჩუნონ

თეა წულუკიანი -

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი ხელს უშლის უბრალო კონტაქტებსაც კი ადამიანებს შორის და ეს ნორმა შესაცვლელია.
ამის შესახებ წულუკიანმა უკრაინულ День-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ამ ტერიტორიებს ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი იმ მომენტამდე, სანამ მათი დეოკუპაციას არ მივაღწევთ. ეს დოკუმენტი კრძალავს კომერციულ და სხვა კონტაქტებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ის არ უშვებს უბრალო კონტაქტებსაც კი ადამიანებს შორის. ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ საკანონმდებლო ნორმა, რათა ადამიანებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხრიდან, კავშირები შეინარჩუნონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე ოჯახები გაიყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში„ქართველი ხალხი და მთავრობა იმსახურებს აღიარებას, რომ ევროპულ გზაზე კონკრეტულ პროგრესს მიაღწია“
შემდეგი სტატიათბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნის პროექტზე შეხვედრა იმართება