თეა წულუკიანი: მთავარია, ევროპულ დონეზე არავის მიეცეს საშუალება საქართველო დააკნინოს

სტრასბურგში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვიზიტს განაგრძობს. თეა წულუკიანმა შეხვედრები შეაფასა და განაცხადა, რომ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს იმ რეფორმებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ინფორმაცია მიაწოდა.

„რა იქნება რეზოლუცია ეს მთავარი არ არის, მთავარი არის ის, რომ ევროპულ დონეზე არავის მიეცეს საშუალება საქართველო, ჩვენი ხალხი დააკნინოს, ის რეფორმები, რომელიც ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობაა, არავის მიეცეს საშუალება, რომ ამ რეფორმებზე ხელის წამოკვრით ილაპარაკოს. დღევანდელი შეხვედრებით ეს მიზანი მიღწეულია,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

რამდენიმე საათში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციას მიიღებს. კენჭისყრამდე რეზოლუციის პროექტს იურდიული კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ რამდენიმე პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა