თეა წულუკიანი: ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საჭიროებს გარდაქმნას

თეა წულუკიანი -

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს. როგორც თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულ გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ის საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს.
“ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც შემოტანილია რამდენიმე წლის წინ საქართველოში, თუკი ვიმსჯელებთ იმ პრაქტიკით, რაც ამ ინსტიტუტს დღეს გააჩნია, ვერ ვიტყვით, რომ შეეთვისა ქართულ სამართლებრივ სისტემას. მეც მგონია, რომ ის საჭიროებს გარდაქმნას. მის სრულიად გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება სხვა თუ არაფერი, საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გარანტიები იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები არა მხოლოდ იკრიბებოდნენ და ხშირ შემთხვევაში ვერ იკრიბებოდნენ, არამედ თუკი მათ ხარვეზები ან შეცდომები დაუშვეს, არსებობდეს გასაჩივრების მექანიზმები პროფესიონალ მოსამართლესთან, რაც დღეს არ არსებობს”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ისუტიციის სამინისტრო ამ ძირეულ ცვლილებებზე უკვე მუშაობს. “მე ვმუშაობ და ძალოვან სტრუქტურებს, სხვა დაინტერესებულ უწყებებს გავუზიარებ სიახლეების პაკეტს ამ კვირაში, ან მომავალ კვირაში და წარვდგები მთავრობის წინაშე, რომ საზოგადოებისთვის ისეთი გაუგებარი შედეგები არ დგებოდეს სიცოცხლის უფლებების საქმეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დადგა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა
შემდეგი სტატია„სადაც არ არის არჩევანი, იქ არ არსებობს თავისუფლება“- გიორგი მარგველაშვილის საჯარო ლექცია ჯიპაში და ტრადიციული „სელფები“ ქვეყნის პირველ პირთან (ფოტოები)