თეა წულუკიანი: ეს არის საკუთარი მოქალაქეების მოგზაურობა “ჯიჰადის” მიზნით

თეა წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლომ საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ივლისში უნდა დახუროს

საზღვარგარეთ, უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის თავისუფლების აღკვეთით დასჯის მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან მოქალაქეების გადინება სხვა ქვეყნებში, ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილების მიზნით.

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა 18 დეკემბრის სხდომაზე, კოდექსში ახალი მუხლის შეტანა მიმართული იქეთკენ, რომ საქართველოს მოქალქეების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებებში წევრობა თუ წევრის სტატუსგარეშე მონაწილეობა, წვრთნა, წვრთნის პროცესში ჩაბმა, პროპაგანდის გაწევა, პროპაგანდის შემცველი დოკუმენტის დარიგება, მოწოდება, გადაბირება იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი.

“ამგვარი საქმიანობისკენ მოწოდებისთვის, ჩვენი შეთავაზებით, არის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამგვარ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან წევრობა არის 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არის ის, რაც ჩვენ მთავრობამ პარლამენტს შევთავაზეთ და შემდეგ ამ კანონს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ არ მოხდეს გადინება ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის მიზნით, არ დაგვემართოს ის, რაც გაცილებით დიდი მასშტაბის ევროპულ ქვეყნებს დაემართათ, ეს არის საკუთარი მოქალაქეების მოგზაურობა “ჯიჰადის” მიზნით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ, “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული შესაბამისი ცვლილება, უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შემთხვევაში, ეხება როგორც სირიასა და ერაყში, ისე უკრაინაში მებრძოლებს.

banner
წინა სტატიაშიგია შერვაშიძე – ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რეალურად არ არსებობს
შემდეგი სტატიაკვერენჩხილაძე – ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება მთავრობას უნდა აინტერესებდეს