თეა წულუკიანი: დასავლეთ ევროპაში არავინ არავის არ ახვედრებს გამზადებულ, მზამზარეულ სამსახურს

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

“ამბასადორიალი-2015″-ის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ელჩებს შეხვდა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რეგიონული უსაფრთხოება და არსებული გამოწვევებია ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ამბასადორიალზე მსჯელობენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ელჩებს სამართლებრივ სფეროში გატარებულ რეფორმებზე სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ და ეს ინფორმაცია იმ ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებამდე მიიტანონ, სადაც საქმიანობენ. ბატონმა ლადომ მთავრობისგან ითხოვა, რომ ქვეყნის შიგნით კამპანია გააქტიურდეს და ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ დასავლეთ ევროპა არ არის ელდორადო, დასავლეთ ევროპაში არავინ არავის არ ახვედრებს გამზადებულ, მზამზარეულ სამსახურს”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკანონოდ წავლენ და იქ ზოგიერთი მათგანი კრიმინალში გაეხვევა, მაშინ საქართველოს დასავლეთ ქვეყნებთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება გაუჭირდება.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში საქართველოს ელჩი: დაკარგული როლანდ ჯინჭარაძე ნაპოვნია
შემდეგი სტატიაიტალია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას ერთ თვეში მოახდენს