თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდა. სემეკმა Georgian Water & Power-ს უარი უთხრა თბილისში წყლის ტარიფის შეცვლასთან დაკავშიებით.

სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება 2016 წლის 31 დეკემრის ჩათვლით ძალაში იქნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიას აქვს უფლება, ტარიფის გადახედვა კიდევ ერთხელ მოითხოვოს.

როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა, ძალაში დარჩა თითქმის იგივე ტარიფი, რომელიც დღეს მოქმედებს, ოდნავ შეიცვალა გადანაწილება, თუმცა საბოლოო ტარიფი დარჩა იგივე.

კომპანია Georgian Water & Power-ის წარმომადგენლები სემეკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან

banner
წინა სტატიაშიმაღალი თანამდებობის პირებს შესაძლოა პრემიის მიღების უფლება შეეზღუდოთ
შემდეგი სტატიააფხაზებს ახალი სარდალი ჰყავთ – რუსი გენერალი ხრულოვი