თბილისში სურსათის მაღაზია გაძარცვეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

თბილისში, გლდანში სურსათის მაღაზია გაძარცვეს. სავარაუდოდ, მოპარულია ფული და სიგარეტები.

დანაკარგის შესახებ მაღაზიის მეპატრონე საუბრობს, რომლის თქმითაც, მძარცველები სუპერმარკეტში სარკმლიდან არიან შესული. მისივე ინფორმაციით, წაღებულია მინიმუმ 300 ლარამდე თანხა და სიგარეტები.

მისი თქმით, მძარცველები მაღაზიაში სარკმლიდან არიან შესული, რომელიც საკმაოდ პატარა და ვიწროა. ამიტომ არ გამორიცხავს, რომ მძარცველები შესაძლოა, ბავშვები ყოფილიყვნენ.

ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ციკოლიას აშშ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილედ დანიშნეს?
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიკური რეფორმის ახალ პაკეტს მხარი დაუჭირა