თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, პოლიციის თანამშრომელს ახალგაზრდა მამაკაცმა ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურსაცხადებენ, რომ დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს დაზიანებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენა. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი – თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება