თბილისში სამი ადამიანი მარილმჟავით მოიწამლა

თბილისში, წერეთლის გამზირზე სამი ადამიანი მარილმჟავით მოიწამლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ და მარილმჟავა გაანეიტრალეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ამასთან, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, ორი მოწამლული ადამიანი სასწრაფოს ექიმებმა საავამდყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ტოქსიური მოწამვლის ნიშნები ჰქონდათ ექიმებსაც, რომელთაგან ერთს კლინიკაში გადაყვანა დაჭირდა.

banner
წინა სტატიაშიბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტი სამების ტაძარში გადაასვენეს
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური ფასი 2.3058 ლარი გახდა