თბილისში მომხდარი კატასტროფის მიზეზებს იუნესკოს ექსპერტი, იტალიის მთავარი გეოლოგი შეისწავლის

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

ვერეს ხეობას და მეწყერსაშიშ ზონებს საქართველოში მყოფი იუნესკოს ექსპერტი, იტალიის გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო მარგოტინი შეისწავლის.

როგორც ჟურნალისტებს კლაუდიო მარგოტინიმ გმირთა მოედანზე განუცხადა, თბილისში საკმაოდ უჩვეულო სიტუაცია შეიქმნა, რადგან ამ მოვლენამ რამდენიმე ბუნებრივი კატაკლიზმა გააერთიანა.

„თბილისში შექმნილი სიტუაცია კომპლექსურია, რადგან დედაქალაქს ორი განსხვავებული ფენომენალური მოვლენა დაატყდა თავს. პირველი იყო წვიმით გამოწვეული წყლის დიდი ნაკადი და მეორე იყო მეწყერი, რომელიც მდინარეზე ჩამოწვა და ისეთი ტალღები წარმოქმნა, რამაც ყველაფერი წალეკა. ასე რომ, ეს არის პროცესი, რომელიც სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმას აერთიანებს. შექმნილია საკმაოდ არაორდინალური სიტუაცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რათა მომავალში, თბილისის მცხოვრებლები მსგავსი სიტუაციებისგან დავიცვათ“, – განაცხადა მარგოტინიმ.

გეოლოგი თბილისში გუშინ ჩამოვიდა და ჯერჯერობით დედაქალაქში შექმნილ სიტუაციას ფოტოებით და ნაამბობით გაეცნო. იტალიელი გეოლოგი გმირთა მოედანზე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მარგოტონი თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩამოიყვანა და ვარძიის პროექტზე მუშაობს. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, იტალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია და მას სთხოვეს, რომ შექმნილ სიტუაციაში მერიის შესაბამისი სამსახურისთვის კონსულტაცია გაეწია.

„ისინი დღეს ერთად დაათვალიერებენ ვერეს ხეობასა და სამეწყრო ზონებს. შემდეგ კი ბატონი კლაუდიო რეკომენდაციებ გაგვიწევს. არ გამოვრიცხავ, რომ იგი მომავალში სიტუაციის კომპლექსურ შესწავლასა და საბოლოო დასკვნაში იყოს ჩართული. მსოფლიოში მსგავსი პროფესიონალიზმის და ცოდნის მქონე ადამიანი ცოტაა და ვფიქრობ, რომ ეს რესურსი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვევა
შემდეგი სტატიაზოოპარკის ადმინისტრაცია საზოგადოებას მოუწოდებს საეჭვო ანგარიშის ნომრებზე თანხას ნუ გადარიცხავენ