თბილისში ვიდეოხაფანგი დამონტაჟდა

თბილისში ვიდეოხაფანგი დამონტაჟდა

თბილისში ვიდეოხაფანგი  დამონტაჟდამონადირეებმა თბილისში, მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს. ეს არის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგემდე. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ამასთან, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული. ამ ფოტოების ავთენტურობას მონადირეები ადასტურებენ.
როგორც მონადირე გიორგი მეტრეველი “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, მონადირეებს სამმა პირმა მიაწოდა ფოტომასალა და სამივე ფოტო იყო იდენტური.
“ეს სამი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ასევე, დაახლოებით 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მონადირეები და არა ექსპერტები ვადასტურებთ, რომ ნამდვილად კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამე დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და შესაბამისად გვექნება მონაცემები დაახლოებით სად იმყოფება ვეფხვი”, – განაცხადა მონადირემ.
ჩვენ ვესაუბრეთ “ინტერპრენიუსის” ფოტოკორესპონდენტს, ირაკლი გედენიძეს, რომელსაც ორი ფოტოს ავთენტურობა შევამოწმენინეთ. ირაკლი გედენიძის განმარტებით, დიდი ალბათობით, ფოტოებზე გამოსახული ცხოველი გრაფიკული რედაქტორით არის ჩამონტაჟებული.
“ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ცხოველის უკანა, მარცხენა ფეხზე, ბუჩქი უხეშად არის კლონირებული, არ არის დაცული ცხოველის პროპორციები და არ ემთხვევა განათების მიმართულება, ასევე, ხარისხი გაფუჭებულია, თითქოს ეს იყოს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაბალი ხარისხის ფოტო. რომ არსებობდეს სხვა დუბლი კადრები, უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, არის თუ არა ეს მონტაჟი”, -განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

“ინტერპრესნიუსი”

banner
წინა სტატიაშიწყნეთის ტყე – სააკაშვილის საჯილდაო ქვა!
შემდეგი სტატიადახოცილი ცხოველების ლეშის განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებს