თბილისობასთან დაკავშირებით ზოგიერთი ავტობუსის განრიგი შეიზღუდება

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 18 ოქტომბერს მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვები გავრცელდება ხეთაგუროვის და გორგასლის ქუჩებს, ასევე, დაიკეტება ევროპის მოედანი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით მარშრუტები, რომლებიც გაივლიან ორთაჭალაში, იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროს, მშრალი ხიდის, ვირსალაძის ქუჩის და ისევ მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო № 59 და №122 მარშრუტები ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებენ მარცხენა სანაპიროს გავლით.

banner
წინა სტატიაშიშსს ე.წ. “კასრების საქმის” ვიდეომასალების გავრცელებაზე გამოძიებას აწარმოებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ისრაელს ეწვევა