თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

აავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ175-კმ176; კმ188-კმ189 მონაკვეთების პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაობი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა.

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა კი დასრულების ეტაპზეა.

პროექტი ითავისწინებს გზის საფარის, არსებული მილების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და ავტოპავილიონის შეკეთებას. ასევე, გაბიონის კედლის, გვერდულების, მიერთებებისა, ეზოში შესასვლელების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო შემოფარგვლის მოწყობის სამუშაოებს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 785 000.00 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მონაკვეთი იმერეთის რეგიონში, სოფელ შროშასა და შორაპანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სამუშაოებზე 250 ადამიანია დასაქმებული.

banner
წინა სტატიაში“ნატო არ ისწრაფვის აღმოსავლეთისკენ, ეს მათ სურთ ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება”
შემდეგი სტატია„მივესალმები, თუ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ეყოლება“