რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

თბილისის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ამ დროისთვის ადგილზე სამართლადამცველები მუშაობენ. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველებიც.

მათი განცხადებით, 25 წლამდე მამაკაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, თუმცა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ეს ჭრილობა დაზარალებულისთვის ცეცხლსასროლი იარაღით არ მიუყენებიათ.

ის პირები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს, აცხადებენ, რომ დაჭრილ ახალგაზრდასა და რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა თვითმხილველები მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ.

გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

banner
წინა სტატიაშიბრალდების მხარე ხარშილაძისა და ძაძამიას დღევანდელ ჩვენებას დანაშაულის აღიარებად აფასებს
შემდეგი სტატიაგოგლა ჟვანია ძაძამიასა და ხარშილაძის მიერ მიცემულ ჩვენებებზე პირველ კომენტარს აკეთებს