თბილისის ყოფილი არქიტექტორი ტერიტორიის დაცლას ითხოვს

ჩვენ ხომ ტექნიკური წყალი არ გვაქვს თბილისში, ჩვენ ვრწყავთ სასმელი წყლით და კუბური მეტრი ორგანიზაციისთვის 4 ლარი ღირს. ეს ჩვენი გადახდილი ბიუჯეტია. დაახლოებით 100 000 ლარი დღეში, ეს მილიონი ხე რომ დავრგოთ.   შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტექნიკური წყლის მარაგზე. ღმერთმა პირდაპირ მოგვცა ეს..თან პირდაპირ გაკეთებული... კიდევ მოწვიმს, ამ თბილისში, მართლა გეუბნებით, იქითა წელსაც იქნება წვიმა.  ყველაზე ძვირი მსგავსი დამბების კეთებაში ჯდება ჯებირი. ვაკე-საბურთალოს გზა ძირში არის დაახლოებით 170 მეტრი, ზევით კი 90 მეტრი, ანუ ნებისმიერი გაანგარიშებით ის უძლებს ამ ნაკადს. შესაბამისად, იქ ძალიან კარგი წყლის სარკე შეიძლება გვქონდეს და უფრო მეტს გეტყვით, იმ მოსახლეობას, ვისაც იქ ნაკვეთები და სახლები აქვთ, იმათ შეიძლება კომპენსაციის სახით ბინის გარდა მივცეთ ნაკვეთები სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც არაჩვეულებრივი სარეკრეაციო ზონაა“,- განაცხადა როსტომაშვილმა. “ვაკე-საბურთალოს გზის აშენება კომუნისტების მიერ შექმნილ გეგმაშიც იყო,” – ეს განცხადება თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა, არჩევანში საუბრის დროს გააკეთა.

როსტომაშვილის განცხადებით, გზის პროექტი ადრე უფრო განსხვავებული იყო, თუმცა ეს გზა თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამის აშენება ადრეც იგეგმებოდა.

ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა, რომ ის გზის მშენებლობის მომხრეა. თუმცა, რეკრეაციული ზონის განადგურება სწორად არ მიაჩნია. როსტომაშვილის განცხადებით, მას არ მოსწონდა არც ის იდეა, რომ მდინარის კალაპოტზე ზევიდან გზა გაშენებულიყო. თუმცა, მისივე თქმით, სხვა გამოსავალი არ იყო.

“მდინარე ვერეს ფართობი არის თითქმის თბილისის ტერიტორიის ხელა. ბეთანიიდან მტკვრამდე 22 კილომეტრია სწორი ხაზით და უამრავი შენაერთია. ეს არ არის უწყინარი მდინარე. სანამ ეს გზა გაკეთდებოდა, 1980-იან წლებში გავაკეთეთ კალაპოტი, მისი გამტარუნარიანობა 45 კვადრატული მეტრი, 3/15-ზე გავაკეთეთ. ეს, რაც გავაკეთეთ, მეწყერსაწინააღმდეგო ზონაა. 3 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა არის შეტანილი ამ ადგილზე მეწყერის საწინააღმეგოდ. 3 მილიონი ტონა ნაგავი რომ არ შეგვეტანა, შეიძლება ფალიაშვილი და არაყიშვილი აღარ ყოფილიყო დღეს. ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო. თამაზ შილაკაძე საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტია. პროექტი, რომელიც ბატონმა თამაზმა გააკეთა, მე, როგორც არქიტექტორი, არ ვეთანხმები მდინარის გადახურვას უბრალოდ. სარეკრეაციო ზონას ვემხრობი. 1983 წელს საბჭოთა პროექტში ეს გზა სხვა ფორმით იყო ჩადებული და თბილისისთვის აუცილებელი იყო. გზების კეთება მარტო ერთი მონაკვეთის გაკეთებაზე არ არის,” – აცხადებს თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ირაკლი როსტომაშვილი.

თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ირაკლი როსტომაშვილი, გადაცემა არჩევანში გიგი უგულავას მერობის დროს მის მიერ წარდგენილ პროექტს იხსენებს.მისი თქმით, ამ პროექტის მიხედვით ვერეს ხეობიდან მოსახლეობის გასახლება უნდა მომხდარიყო, რომელზეც იყო ქალაქის მაშინდელ მერთან, გიგი უგულავასთან, მსჯელობა, თუმცა ვერ განხორციელდა.

“იქ არაფერი არ უნდა იყოს, არც წარმოება, არც საცხოვრებელი, არც ძაღლების თავშესაფარი, არც საფლავები. უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის ღირსეული კომპენსაციის გადახდა, მიცვალებულების გადასვენება იმიტომ, რომ კიდევ იწვიმებს და კიდევ გაიჭედება იმ გვირაბში,” – ამბობს როსტომაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებმა წელს ე.წ. საზღვარზე 550 მოქალაქე არ გაატარეს
შემდეგი სტატია09:00 საათზე გეოგრაფიის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყება