თბილისის ტრანსპორტის ორგანიზაციის წარმომადგენლები სააღდგომო პრემიების არასწორ გადანაწილებას აპროტესტებენ

თბილისის ტრანსპორტის ორგანიზაციის წარმომადგენლები სააღდგომო პრემიების არასწორად გადანაწილებას აპროტესტებენ.

ყვითელი ავტობუსებისა და მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა პროფკავშირების შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი თქმით, საკრებულოსა და მერიის ზოგიერთ სამსახურს პრემიებად ხელფასის 80 პროცენტი დაერიცხა, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს კი მხოლოდ – 100-100 ლარი.

აქციის მონაწილეები ყველა სამსახურისთვის ერთნაირი პრემიის გაცემას მოითხოვენ. პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი გაფიცვას გეგმავენ და პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ.

banner
წინა სტატიაში“დელტა” კვლავ თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში გადადის
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2432 ლარია