თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიაამ დღეებში, განათლების სამინისტროს აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ახალი, კერძოდ, სამართლის სამაგისტრო, მასწავლებლის მომზადებისა და ქართული ენის სწავლების საბაკალავრო პროგრამების, ასევე, კრიმინალისტიკის მესამე, მეოთხე, მეხუთე და პროფესიული პროგრამების აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი განმარტავს, ეს უნივერსიტეტის განვითარების ახალი ეტაპია.

„პირდაპირ უნდა გითხრათ: ძალიან პრეტენზიული და იშვიათი პროგრამების აკრედიტაცია შევძელით. მაგალითად, მასწავლებლის მომზადების და ქართული ენის სწავლების პროგრამ სულ 2-3უნივერსიტეტს აქვს. რაც შეეხება კრიმინალისტიკის პროფესიულ პროგრამას, ამ ეტაპზე მხოლოდ ორ უნივერსიტეტს გააჩნია. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, ერთნაირად შეუწყოს ხელი,როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და პროფესიულ პროგრამებს,“ – აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პატიმარს 90 ლარი მოპარეს?!