თბილისის საკრებულო დეპუტატთა მიერ იარაღის ტარების უფლების საკითხის განხილვას უარყოფს

თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატთა მიერ იარაღის ტარების უფლების საკითხის განხილვა არ ყოფილა , – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატთა მიერ იარაღის ტარების უფლების საკითხის განხილვა არ ყოფილა.
ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი არც საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის სახელზე და არც საკრებულოს კანცელარიაში შესულა”, – ნათქვამია დედაქალაქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა პროექტი, სადაც თბილისის საკრებულოს დეპუტატები პარლამეტის დეპუტატების მსგავსად იარაღის ტარების უფლებას ითხოვენ. მას ხელს აწერენ თედო კობახიძე, თამარ ტალიაშვილი და დეპუტატები. თედო კობახიძე უარყოფს, რომ მათ მსგავსი ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს მიმართეს. წერილობით მიმართვის ტექსტში საკრებულოს წევრები გიორგი ალიბეგაშვილს თხოვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართოს.

banner
წინა სტატიაშიროგორ «გაცოცხლდა» ვეფხვი, რომელიც ეგონათ რომ მკვდარი იყო
შემდეგი სტატია“ღამის მგელი” «ქირურგი» შესაძლებელის წმინდანად შერაცხონ