თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

 

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, სოფელ ჭალის, სოფელ ფონიჭალის, მარნეულის ჩიხის, ჭალადიდის, რაფავას და გულბანის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩის, ხიზანიშვილის, სარაჯიშვილის, გობრონიძის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, III, IV კვარტლების და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის, სააკაძის, რიონჰესის, ცინცაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის და ცოტნე დადიანის ქუჩებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი II დასახლების, ქაიროს, ჭიჭინაძის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის, სოფელ დიღმის და სოფელ ჩალიპირების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II, IV და V მოკრორაიონების, სოფელი ლისის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოჭინის, ვეძათხევის, გორკის, არაგვისპირელის, ადიგენის და ბუხაიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, ლესია უკრაინკას, ბესიკის, 8 მარტის, სარაჯიშვილის და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის I მიკრორაიონის და გლდანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, თაყაიშვილის, კეკელიძის და რაფიელ ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, დიღმის მასივის I კვარტლის, აგლაძის, ხოშარაულის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშილომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა სტივენ გლოვერი დააჯილდოვა