თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 19 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის, კალოუბნის, აბაშვილის, მაისურაძის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I და “ა” მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, კანდელაკის და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჭოპორტის და ჟინვალის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის ქუჩის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაში,,გაერო-ს ასამბლეაზე მონაწილეობა ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის ეფექტურად განხორციელებაში ჩართულია Pillsbury”
შემდეგი სტატიაკიევი: უკრაინის საზღვართან 50 ათასი რუსი ჯარისკაცი დგას