თბილისის მიკროავტობუსებში კონდიციონერები 10 ივნისის შემდეგ ჩაირთვება

ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა თბილისის მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის მუშაობის საკითხი. როგორც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებენ, ამ დროისთვის მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის შეკეთების პროცესი მიმდინარეობს.

“კომპანია აღნიშნული თემის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ამ დროისთვის მიმდინარეობს მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის შეკეთების პროცესი. მიკროავტობუსების 80%–ში უკვე შეკეთდა და გამართულად მუშაობს კონდიცირება, ეს პროცესი ივნისის თვის დასაწყისისთვის დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ კონციონების შეკეთებას კომპანია საკუთარი ხარჯებიდან აფინანასებს, და ამ ეტაპზე დახარჯულია 100 000 ლარზე მეტი.

10 ივნისის შემდეგ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” მძღოლებს მისცემს მითითებას კონდიციონერის ჩართვის შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ მგზავრი დააფიქსირებს გადაცდომას ამ მიმართულებით, კომპანია მოგიწოდებთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 200340 სამუშაო საათებში, ხოლო არა სამუშაო დროს კომპანიის FACEBOOK-ის გვერდზე Facebook/თბილისის მიკროავტობუსი და დატოვოთ თქვენი შეტყობინება”, – აცხადებენ კომპანიაში.

banner
წინა სტატიაშიფიფას დასჯით აშშ საკუთარ იურისდიქციას აფართოებს – აცხადებს პუტინი
შემდეგი სტატიალაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა