თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

არსად წასვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ერთი უღირსი ადამიანის გამო, სამსახურში მომუშავე კეთილსინდისიერ ადამიანებს ჩრდილი ვერ მიადგებათ.

რაც შეეხება აუდიტის სამსახურის შესვლას მის სამსახურში, ნიჟარაძის თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ჯოკია ბოდოკიას საქმესთან კავშირში არ არის.

“ქალაქის მერს აქვს უფლება დაავალოს აუდიტის სამსახურს სხვა სამსახურების შემოწმება. ეს არ არის დაკავშირებული ბოდოკიას საქმესთან. გარკვევით თქვა მერმა, რომ აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს სამსახურის მუშაობის ოპერატიულობა და შემოსული კორესპონდენციები”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კი ნიჟარაძემ განაცხადა, რომ მისი მოადგილე და მათ შორის სხვა თანამშრომლები გათავისუფლდნენ იმის გამო, რომ ვერ გადალახეს საკონკურსო ზღვარი.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს თბილისის მერიის სამი სამსახურის შესწავლა დაავალა. როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უნდა შემოწმდეს ქონების მართავის სააგენტო, არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან წასვლა გუშინ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვა.

banner
წინა სტატიაში“მანდარინების” კიდევ ერთი გამარკვება
შემდეგი სტატიაასოციაცია ჰერა XXI-ს რეკომენდაცია – რა უნდა გაკეთდეს ნაადრევი ქორწინებების პრევენციისთვის