თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.

„ჩვენ გამოვაცხადეთ საჯარო კონკურსი თბილისის ბრენდული სუვენირის შესაქმნელად, რისთვისაც
ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს. კონკურსი შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ თბილისთან
ასოცირებული ყველაზე საინტერესო სუვენირი, რომელიც ვიზიტორებისთვის საუკეთესო საჩუქარი
იქნება და მუდამ გაახსენებს ჩვენს დედაქალაქს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის ბრენდული სუვენირი თბილისის ისტორიულ, კულტურულ, ტრადიციულ ღირებულებებსა
და თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს. კონკურსი ერთი თვე გაგრძელდება და საუკეთესო ნამუშევარს საკონკურსო კომისია გამოავლენს. სუვენირი, რომელიც კომისიის წევრების უმაღლეს შეფასებას მიიღებს, 5 000 ლარით დაჯილდოვდება. შესაძლებელია გამოვლინდეს რამდენიმე ბრენდული სუვენირიც. ასეთ შემთხვევაში, საკონკურსო პრიზი გამარჯვებული სუვენირების ავტორებზე განაწილდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ თბილისის
მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს მიმართონ.

banner
წინა სტატიაში“საქართველო ევროპული ოჯახისკენ უნდა ისწრაფვოდეს, მაგრამ რუსეთის იგნორირება არ უნდა მოახდინოს”
შემდეგი სტატიავარკეთილის მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომელი პროკურატურაში 5-საათიან დაკითხვაზე იმყოფებოდა