თბილისის მერიას ნაციონალური მოძრაობა ქართუ ბანკის სასარგებლოდ ტენდერის ჩატარებაში ადანაშაულებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ქართუ ბანკის სასარგებლოდ ტენდერის ჩატარებაში ადანაშაულებს თბილისის მერიას ნაციონალური მოძრაობა. საკრებულოს ფრაქციის წევრებმა ამ თემაზე დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

მათ ბრალდებებში საუბარია 2015 წლის 15 აპრილს გამოცხადებულ ტენდერზე, რომლითაც მერიას, თანამშრომლებისთვის ხელფასების გამცემი ბანკი უნდა შეერჩია.

დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ქართუ ბანკისთვის სპეციალური სატენდერო პირობები შემუშავდა.

“ათასობით თბილისის მერიის თანამშრომლები ვეღარ ისარგებლებენ 100%-იანი ოვერდრაფტით 300% სახელფასო სესხით. შერჩევის კრიტერიუმი მომსახურების კუთხით თბილისის მერიის გადაწყვეტილებაა. ქართუ ბანკი იქნება ეს ბანკი,” – განაცხადა საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას.

ბრალდებებს თბილისის მერმა უპასუხა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ბანკს შეუძლია და გამარჯვებული ყველა წესის დაცვით გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ამერიკის ელჩის პოლიტპატიმართა სიის შედგანაში მონაწილეობას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიალაგოდეხში სტიქიის შედეგად 5 სოფელი დაზარალდა