თბილისის ზოოპარკი სტიქიამდე ზოოპარკში არსებული ცხოველების სიას აქვეყნებს

ქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს

თბილისის ზოოპარკმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე 13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარკის მფლობელობაში არსებული ბინადრების სია გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, სტიქიამდე ზოოპარკის მტაცებლების განყოფილებაში 6 თეთრი ლომი, 8 ლომი, 7 ვეფხვი
ერთი სერვალი, 13 მგელი, 2 ტურა, ერთუ ცივეტა, 13 დათვი, 2 ლეოპარდი, 3 იაგუარი, ერთი აფთრისებრი ძაღლი, 4 აფთარი, 3 მელა, 2 დიდყურა მელა, ერთი მილკბილა იყო.

ჩლიქოსნების განყოფილებაში 5 ზებრა, ერთი დიკ დიკი, 2 სპილო, 3 ნიამორი, ერთი ჰიპოპოტამი, ერთი მარტორქა, 5 ლამა (1ც გორში), 2 კეთილშობილი ირემი, 3 ხალებიანი ირემი, ერთი ტაპირი, 9 აზავერები (2 ნაშიერი), 9 ცხენი
11 პონი – (2 ნაშიერი), 60 კამერუნის თხა, ერთი კანა, 2 ფაფრიანი ცხვარი, 4 ვირი, ერთI პრეჟევალსკის ცხენი, ერთი ჯუჯა პონი, 2 ფალაბელა, 9 ტახი, 3 ჯიხვი იყო.

რაც შეეხება ფრინველების განყოფილებას, აქ 17 პინგვინი, 22 ფარშავანგი, 2 გედი, 4 სვავი, 5 ორბი, ერთი ბექობის არწივი, 2 ველის არწივი, 2 მთის არწივი, ერთი კონდორი, 8 ხონთქრის ქათამი, 7 ალმასისფერი ხოხობი, 5 ოქროსფერი ხოხობი, ერთი ოქროსფერი ბაჯაღლო ხოხობი, 8 ვერცხლისფერი ხოხობი, 8 სამეფო ხოხობი, 2 სვაინოს ხოხობი, ერთი გავაზი, 30 კოლხური ხოხობი, 35 გარეული იხვი, 8 ინდაური, 30 მტრედი, 3 თუთიყუში არა,
65 განუყრელი თუთიყუში, 36 ტალღოვანი თუთიყუში, 16 კორელა, 2 როზელა, ერთი აბისინიური რქაცხვირა, ერთი გვირგვინოსანი წერო, 2 წეროტურფა, 4 ახალზელანდიური თუთიყუში, 2 საყელოიანი თუთიყუში, 3 თუთიყუში ჟაკო, ერთი თუთიყუში კაკადუ თეთრი, ერთი მომღერალი თუთიყუში, 2 ჰოლანდიური ქათამი, 4 სირაქლემა იყო.

პრიმატების განყოფილებაში: ლემური – 6, მაჩვზღარბა – 5, მწვანე ანთარი – 3, ჰამადრილის ბაბუინი – 15, ენოტი – 3, ქოჩორა გიბონი – 1, სიამანგი – 2, შინშილა – 7.

ეგზოტარიუმი: თევზები – 469, ქვეწარმავლები – 98.

banner
წინა სტატიაშიქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
შემდეგი სტატიაგერმანიაში, აუქციონზე ჰიტლერის ნახატებში 400 ათასი ევრო გადაიხადეს