თბილისის ზოოპარკი სექტემბერში გაიხსნება

საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, სექტემბერში თბილისის ზოოპარკის ის ნაწილი გაიხსნება, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს ნაკლებად დაზიანდა.

როგორც გურიელიძემ განაცხადა, ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი ზოოპარკის მშენებლობაზე.

“რა თქმა უნდა, ზოოპარკი მთლიანად ვერ გაიხსნება, გაიხსნება ის ადგილები, რაც სტიქიის დროს გადარჩა. დანარჩენი უკვე განვითარების საკითხია, ნელ-ნელა მოგვარდება და ასევე დაიწყება ახალი ზოოპარკის მშენებლობაც. ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით, მოგვიანებით განვაცხადებთ ამის შესახებ. რაც შეეხება ატრაქციონებს, ის ზოოპარკს არ ეკუთვნის, ამიტომ, არ ვიცი, რომელი გაიხსნება და რომელი არა”,-განაცხადა გურიელიძემ.

banner
წინა სტატიაში“პურზე ფასის ზრდა იმპორტის შეფერხების მიზეზით არ მოხდება”
შემდეგი სტატიაშსს-ს წარმომადგენლებმა პირველი ადგილები დაიკავეს