თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებითი სამუშაოები დაიწყება

როგორც დღეს, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა.

თბილისის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები დაიწყება. მოჭრილი ხეები ახალ ნერგებით მიმდინარე შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე ჩანაცვლდება.

„მნიშვნელოვანია, რომ გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები მაქსიმალურად დროულად იქნეს წარმოებული, რათა ახალი ნერგებით ჩანაცვლების სამუშაოები პარალელურ რეჟიმში დროულად წარიმართოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტრო „Doing Business“-ის შეფასების მეთოდოლოგიაზე დამატებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაიმერეთის რეგიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება