“თბილისის აეროპორტში” არადეკლარირებული თანხის ქვეყნიდან გატანის ფაქტი დაფიქსირდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

 

საბაჟო გამშვებ პუნქტ “თბილისის აეროპორტში” არადეკლარირებული ფულის ქვეყნიდან გატანის 2 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შსს-ს საავიაციო უშიშროების სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქეების ვ.ვ-სა და გ.ო-ს უსაფრთხოების შემოწმებისას, რომლებიც მიემგზავრებოდნენ შესაბამისად რეისებით: თბილისი-ბაქო და თბილისი-დოჰა, დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა, ვ. ვ-ს ხელბარგში 47 500 აშშ დოლარი, ხოლო გ. ო-ს ბარგში 31 000 აშშ დოლარი და 74 959 ჩინური იუანი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 13-ე ნაწილის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს ვ.ვ-სა და გ.ო-ს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 3000-3000 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ პატარაია ტერიტორიული ერთეულის იერსახის დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას უწყებაში „ნაცზონდერები“ საქმდებიან?!